ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს, თუმცა ნატო მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს.
ამის შესახებ მან გერმანული გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არაპროგნოზირებად სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთია, რადგან საზღვრების გაფართოების მიზნით კრემლი ძალის გამოყენებას არ ერიდება.
„ჩვენ აღმოვჩნდით გაუთვალისწინებელი საფრთეებისა და რთული პრობლემების წინაშე, მათ შორის რუსეთთანაც, რომელიც მზადაა, საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენოს, თუმცა ნატო-ს რუსეთთან კონფრონტაცია და ახალი ცივი ომი არ სურს“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის ცნობით, ნატოს ვარშავის სამიტი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გადამწყვეტ მომენტში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.