გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებას“ პასუხობს: ეშინიათ ჩემი
03-07-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეშინიათ ჩემი“,-ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

 

გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ის გაიმარჯვებს.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო ჩემი და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ მათ ეშინიათ ჩემი, რომ არ გავხდე პრეზიდენტი. ეს ევროპული სტანდარტისთვის არის მიუღებელი“,- განაცხადა წერეთელმა.

 

 

როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  განცხადებაშია აღნიშნული, პარტია არ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისთვის.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი