იან კელი: არ გვაქვს დადასტურება იმისა, რომ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი იყო
03-07-2016, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ არ გვაქვს დადასტურება იმისა, რომ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი იყო“,-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი განმარტებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან ამერიკულ მხარეს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს.

 

 

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიკური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება“, - განაცხადა იან კელიმ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი