ბაღდადში მომხდარი ორმაგი ტერორისტული აქტის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, 131 კი - დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, პირველი აფეთქება წუხელ, გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონ კარრადაში, სავაჭრო ქუჩაზე მდებარე რესტორნის მახლობლად მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა.
მეორე თავდასხმა კი დედაქალაქის შიიტურ რაიონში მოხდა.
უცხოური მედიის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ისლამისტებმა თავდასხმა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას გათავისუფლების საპასუხოდ მოაწყვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.