„ჩატაევი გაუშვეს იმიტომ, რომ ეთქვა, თითქოს ლაფანყური იყო რაღაც სახით პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში“,-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
სააკაშვილის თქმით, ახმედ ჩატაევის გათავისუფლება არ იყო ერთადერთი გათავისუფლება, რომელიც მას არასწორად მიაჩნდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ახმედ ჩატაევისა და რუსი ჯაშუშების გათავისუფლების შესახებ საუბრისას ასევე თქვა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჩატაევის გათავისუფლებაზე „საკუთარი გეგმა ჰქონდა“.
„ეს არ იყო ერთადერთი პირის გათავისუფლება, ვისაც მე არასწორად მივიჩნევდი. იქ იყვნენ სხვა პირებიც. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში, მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები და იყვნენ მკვლელებიც. ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა წინააღმდეგობას საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის დაკავებული და ეს იყო ასევე ახმედ ჩატაევი. ეს ჩემი განცხადებები იყო საჯარო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.