ლევან ვარშალომიძე საქართველოშია
03-07-2016, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა.

 

 

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ის თურქეთის მხარემ საზღვარზე ურიგოდ გამოატარა.

 

 

ვარშალომიძეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

 

 

ლევან ვარშალომიძის შემოსვლას მცირე ინციდენტიც მოჰყვა. სარფის საზღვარზე ვარშალომიძეს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე ელოდებოდა, რომელმაც მისი დანახვისთანავე ხმაური ატეხა, ფეხსაცმელი ესროლა  და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ღოღობერიძე საზღვრის შენობაში დააკავა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

 

ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.

 

 

ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი