სოზარ სუბარი: პოლიტიკურად ვარშალომიძე არც აქ ყოფნის დროს და არც მომავალში რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს
03-07-2016, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლევან ვარშალომიძე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამე საფრთხეს და არც მომავალში მისგან რამე საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

დევნილთა მინისტრისთვის გაუგებარია ვარშალომიძის ეჭვები, იმის შესახებ თუ რატომ უნდა დაინტერესდეს მისით საგამოძიებო უწყებები.

 

 

„მე არ ვიცი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვარშალომიძეს. მას ვუსმენდი, რომ არაერთხელ ყოფილა დაკითხვაზე და რადგან დაკითხვებზე იბარებდნენ ისე იგი რაღაც კითხვები მის მიმართ არსებობდა. თვითონ რატომ ეშინია არ ვიცი, ალბათ, თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ვარშალომიძე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამეს და არც მომავალში რამე საფრთხე მისგან არ არსებობს“, - განაცხადა სუბარმა.   

 

 

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოვიდა.  ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს. ის არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი