თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში 17 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალ კორპუსებში გადაეცათ.
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.
2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.