თედო ჯაფარიძე რუსეთის დელეგაციაზე: გუშინ მშვენიერი საღამო იყო და ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ
03-07-2016, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ყველა ის მწვავე საკითხია შეტანილი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან ურთიერთობებთან.

 

 

როგორც დელეგაციის წევრმა, თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხები პირველ რიგში ეხება 2008 წლის ომს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მკვლელობებს და გატაცებებს.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დელეგატთა უმრავლესობა საქართველოს რეზოლუციას მხარს უჭერს.

 

 

„ჩვენ ვხვდებით დელეგაციებს და კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ დელეგატთა უმრავლესობა ჩვენს რეზოლუციას მხარს უჭერს. დაველოდოთ, როგორ გაიმართება დებატები. ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან, რაც კიდეც შემოგვითვალეს ამ რამდენიმე ხნის წინ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

რაც შეეხება კითხვას, თუ რას დაუპირისპირებს რუსი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ საკითხთან მიმართებით რუსეთის მხრიდან ყველა შეთანხმება დაცულია, ჯაფარიძემ განამრტა, რომ ამგვარი არგუმენტები რუსეთის დელეგაციის წევრებს ხშირად უთქვამთ.

 

 

„დღეს კვირა დღეა და შეიძლება გარკვეული დოზით იუმორს მივმართოთ. გუშინ მშვენიერი საღამო იყო და ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ. დიდი ხანია ამ პროცესში ვარ ჩართული და ეს ყველაფერი არახალია - ამგვარი არგუმენტები რუსეთის დელეგაციის წევრების მხრიდან არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. მთავარია, რომ ჩვენი არგუმენტები არის მყარი, არის ძალიან ხისტი და არ ვაპირებთ ერთი იოტის, ერთი სანტიმეტრის დათმობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

საქართველოს რეზოლუციის პროექტის განხილვა ხვალ გაიმართება.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი