პარიზში, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 1997 წლამდე გამოშვებულ მანქანებზე შეზღუდვა დაწესდება.
კერძოდ კი independent-ის ინფორმაციით, ძველ მანქანებს საფრანგეთის დედაქალაქში კვირის სამუშაო დღეებში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გადაადგილება შეეზღუდებათ, 30 წლის ავტომანქანები კი საერთოდ აიკრძალება.
„საფრანგეთში მანქანებზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლამდე გამკაცრდება და გადაადგილების უფლება მხოლოდ 2011 წლის ავტომანქანებსა და 2015 წლის მოტოციკლებს ექნებათ. აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა იმოქმედებს, რომელიც 35 ევროს შეადგენს, თუმცა 2016 წლის ბოლომდე გაიზრდება“,-ნათქვამია independent-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, 1997 წლამდე გამოშვებული მანქანები პარიზის ავტომობილების 10%-ს შეადგენს.
საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად საფრანგეთში ყოველწლიურად 48 ათასი ადამიანი იღუპება მსოფლიოში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს აღწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.