თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს გაეტანო დონიცეტის ოპერა "ლუჩია დი ლამერმურის" პრემიერა გაიმართება. ოპერას მაყურებელს საკონცერტო შესრულებით შესთავაზებენ.
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი; სოლისტები - მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, ზაალ ხელაია, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, თათია ჯიბლაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამაზ საგინაძე; დირიჟორი - ჯანლუკა მარჩანო.
ოპერის თეატრის ცნობით, პირველი საოპერო სეზონი თბილისში 1851 წლის 9 ნოემბერს სწორედ დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმურით" გაიხსნა, რომელსაც იტალიური საოპერო დასი ასრულებდა.
"ოპერას გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარზე გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები. დონიცეტის ოპერა "ლუჩია დი ლამერმური" თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი 1951 წლამდე იყო", - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.