ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს.
87-პუნქტიან რეზოლუციის პროექტში საქართველოს მხარემ 4 ცვლილება წარმოადგინა, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას დაბეჯითებით მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება; საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; ხაზს უსვამს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლის გაძლიერებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში; სთავაზობს მონაწილე სახელმწიფოებს გაააქტიურონ საერთაშორისო დიალოგის მექანიზმები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციის პროექტის განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა და პროექტის თითოეული პუნქტის მომხრე და საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.