ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენელი: 1991 წელს საქართველომ მოინდომა დამოუკიდებლობა, ასევე მოისურვეს აფხაზებმა და ოსებმაც
03-07-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსეთისთვის ზუსტად ისევე ძალიან ფასეულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების ხმა, როგორც საქართველოს თითოეული მცხოვრების“,-განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ილია კოსტუნოვმა.

 

 

მისივე თქმით,  აფხაზებს და ოსებსაც აქვთ დამოუკიდებლობის უფლება.

 

 

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დიდი ტკივილია. რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს ადამიანების მკვლელობებს. რუსეთის ფედერაცია მოითხოვს, რომ მათ მოილაპარაკონ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოილაპარაკოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან. ამისთვის საჭიროა გაგება, რატომ იქცევიან ისინი ასე, გაგება იმისა, რომ მათაც აქვთ უფლებები. 1991 წელს საქართველომ მოინდომა, დამოუკიდებელი ყოფილიყო. ზუსტად ასევე მოისურვეს მათაც, რატომ ართმევთ ამ უფლებას?! მათაც აქვთ საკუთარი აზრი და მოელაპარაკეთ“,-განაცხადა კოსტუნოვმა.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ ერევა მოლაპარაკებების პროცესში.

 

 

„მაგრამ გვესმის, რომ ამ ტერიტორიაზე, საერთაშორისო მანდატის შესაბამისად, განლაგებულნი იყვნენ მშვიდობისმყოფელები. ამ მშვიდობისმყოფელებზე განხორციელდა დარტყმა. შემდეგ იქ შევიდა შეიარაღებული ძალები. ეს ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა იყო. ეს ძალიან რთული ფურცელია ჩვენს ურთიერთობებში, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება, საერთო ფასეულობების მოძებნა და ამ ფასეულობების ირგვლივ საერთო მომავლის აშენება“, - განაცხადა ილია კოსტუნოვმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი