სულ მცირე 125 ადამიანი მოკვდა და დაახლოებით 150-მა დაზიანება მიიღო ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული, ცენტრალური რაიონის, კარრადას ხალხმრავალ ქუჩაზე შაბათს აფეთქდა. მე-2 ბომბი კი შუაღამისას ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში აფეთქდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა.
კარრადას უმეტესად შიიტებით დასახლებული რაიონი ღამით, წმინდა თვის რამადანის გამო, მაღაზიებში საყიდლებზე გასული ხალხით იყო სავსე.

კვირას ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი აფეთქების ადგილს ესტუმრა და გაბრაზებულ ხალხს შეხვდა.
კარრადაში მომხდარი აფეთქება ამ წელს ყველაზე მომაკვდინებელი და საზარელი აღმოჩნდა.

ერთი კვირის წინათ ერაყის უშიშროების ძალებმა "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქი ფალუჯა გაათავისუფლეს და კვლავ აღადგინეს მასზე კონტროლი, რამაც ხელისუფლების განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოსაგან" ბაღდადზე თავდასხმები გამოიწვია.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.