ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ ექს პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს.
როგორც რულოვსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნება, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საწინდარია.
„ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური ფორმა აქვს, მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მგონი ჩამოვა თუ ხალხს უნდა“,- აცხადებს რულოვსი.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დღეს ჩამოვიდა.ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს. ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.