თვითმკვლელი ტერორისტი, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაჰში შეერთებული შტატების საკონსულოსთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ, ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტისას უსაფრთხოების ორმა ოფიცერმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მაგრამ სხვა არავინ დაშავებულა. თავდასხმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ადრე დილით მოხდა, მანამ სანამ გარიჟრაჟზე მლოცველები რამადანის მარხვის ლოცვას დაიწყებდნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქმის კურშია მომხდართან დაკავშირებით და "მისიის ყველა თანამშრომელი უვნებელია".
უსაფრთხოების თანამშრომლებმა ადგილობრივი დროით 02: 15 საათზე დოქტორ სულეიმან ფაქეჰის საავადმყოფოს ავტომანქანების პარკირების ადგილას მამაკაცი საეჭვოდ მიიჩნიეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საავადმყოფო კი შეერთებული შტატების საკონსულოს მოპირდაპირედ მდებარეობს.
როგორც კი ოფიცრები მიუახლოვდნენ მამაკაცს, " მან საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე, პარკირების ადგილას თავი "თვითმკვლელი ქამრით" აიფეთქა," ნათქვამია განცხადებაში.
შეერთებული შტატების საელჩომ საუდის არაბეთში გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. საელჩო დაჟინებით მოუწოდებს ამერიკელებს "დარჩნენ ყურადღებიანნი იმ გარემოს მიმართ, სადაც იმყოფებიან და უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ, ქვეყანაში გადაადგილებისას."
2004 წელს ჯედაჰში საკონსულოზე შეიარაღებული პირების შეტაკების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.