სამართალდამცავებმა, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს
04-07-2016, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ელგუჯა კ., 1959 წელს დაბადებული კარლო ნ. და 1987 წელს დაბადებული ვახტანგ კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

 


"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ინტერნეტბანკში სამი მოქალაქე დაარეგისტრირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში ანგარიშები ჰქონდათ. შემდეგ კი მათ ინტერნეტბანკის მონაცემები, საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, მოტყუებით გამოართვეს. ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში, აღნიშნული მოქალაქეების ნებართვის გარეშე, მათი სახელებით, ინტერნეტბანკის საშუალებით, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღეს და ერთმანეთში გადაინაწილეს.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა.

 


სამართალდამცველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)" - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი