კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში გვიან ღამით მოხდა.
მამა-შვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათ შორის დაპირისპირება ოჯახური კონფლიქტის გამო დაიწყო. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო დახმარება თელავის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.
ინციდენტის შემდეგ, 22 წლის ახალგაზრდამ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.