ქობულეთში ფესტივალი „არტ გენი“ გაიმართა. როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეის გამგეობიდან აცნობეს, ფესტივალზე ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ იყო წარმოდგენილი.
ასევე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ფესტივალის რეგიონული ტურნე აჭარაში ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით დაიხურა.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება.
„ჩექინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.