ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუცია, სახელწოდებით "კონფლიქტი საქართველოში" დაამტკიცეს. რეზოლუციის პროექტის საქართველოს დელეგაციის მიერ იყო ინიცირებული და მისი წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის დელეგაცია წავიდა.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია".
"რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი. კერძოდ, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და ეუთო ამით მოუწოდებს ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ განუხრელად იქნას დაცული საერთაშოროსო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლად გამოცხადებასა და აღიარებაზე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.