ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ - ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
არაოფიციალური ინფორმაციით, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილი ან კობა კობალაძე შეცვლის. „კვირის პალიტრა“ დაინტერესდა, თავად რომელ კანდიდატურას მიანიჭებდა უპირატესობას.
"მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა - სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი, თუმცა ის კაცი თავდაცვის მინისტრობას არასდროს დათანხმდება", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.