„საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა წარმოადგინა და ნახევარის წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა.
მისი თქმით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 011 680 შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+18.1%), თურქეთიდან (+4%), სომხეთიდან (+1.4%), რუსეთიდან (+15.6%) და უკრაინიდან (+26.3%) განხორციელდა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანიდან (+400%), ინდოეთიდან (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%).
2016 წლის ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 228,866 შეადგინა. ზრდა +15,8%-ია.
2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
2016 წლის ივნისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1.9%), სომხეთიდან (-3.9%) თურქეთიდან (-7.2%), რუსეთიდან (+4.4%) და უკრაინიდან (+35.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივნისში გამოირჩნენ ჩეხეთი +66%, ლიტვა +33%, ბულგარეთი +25%, გერმანია +20%, საფრანგეთი +19% ლატვია +18%.
2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“,-განაცხადა ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.