„საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია უკიდურესად პოლიტიზებულია, ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი“,-განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტები საქართველოში“ აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას ახდენს.
„მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები. საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე, მავთულხლართებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ის არის პოლიტიზებული და ახდენს აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ - რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს არ ეძლევათ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება, მაშინ, როდესაც გალის რაიონში 50 000-მდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა. მომზადებული რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.