ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ეხმაურება.
თედო ჯაფარიძის თქმით,"რეზოლუციის პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია".
"ამ რეზოლუციაში ასახულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივასთან, მწვავე საკითხებთან, მათ შორის, კონფლიქტებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ რეზოლუციამ, ყველაფერი, რაც აქ არის ჩაწერილი, არის ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ ფორმატში აქტიურად, რომ მოვახდინოთ იმის რეალიზება, რაც რეზოლუციაში ჩავწერეთ - უკვე ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგი რუსეთის დელეგაციის სამი დეპუტატი იყო.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, „საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია უკიდურესად პოლიტიზებულია, ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი".
„მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები. საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე, მავთულხლართებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ის არის პოლიტიზებული და ახდენს აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ - რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს არ ეძლევათ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება, მაშინ, როდესაც გალის რაიონში 50 000-მდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა. მომზადებული რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.