[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ერაყში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა
04-07-2016, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შაბათს, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, კარრადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მე-2 ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა. 

 

 

 

კარრადას უმეტესად შიიტებით დასახლებული რაიონი ღამით, წმინდა თვის რამადანის გამო, მაღაზიებში საყიდლებზე გასული ხალხით იყო სავსე. კვირას ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი აფეთქების ადგილს ესტუმრა და გაბრაზებულ ხალხს შეხვდა. კარრადაში მომხდარი აფეთქება ამ წელს ყველაზე მომაკვდინებელი და საზარელი აღმოჩნდა.

 

 

ერთი კვირის წინათ ერაყის უშიშროების ძალებმა "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქი ფალუჯა გაათავისუფლეს და კვლავ აღადგინეს მასზე კონტროლი, რამაც ხელისუფლების განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოსაგან" ბაღდადზე თავდასხმები გამოიწვია.

 

 

თეთრმა სახლმა კვირას განაცხადა, რომ აღნიშნულმა თავდასხმამ შეერთებული შტატების პოზიცია - ებრძოლოს "ისლამურ სახელმწიფოს" მხოლოდ გააძლიერა.

 

 

"ჩვენ ვრჩებით გაერთიანებული ერაყელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად ჩვენს ერთობლივ მცდელობებში გავანადგუროთ "ისლამური სახელმწიფო"- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი