საქართველო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 3 ივლისს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში დაჯგუფება „დაეშის“ (ISIL) მიერ განხორციელებულ მორიგ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული თავდასხმა და „დაეშის“ სხვა ქმედებები მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე.
„ქართული მხარე შეშფოთებულია უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული თავდასხმების გამო. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება.
საქართველო მხარს უჭერს ერაყის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ერაყის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შაბათს ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, კარრადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მეორე ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.