რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის, "ილ–76" –ის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაცვლილი იპოვეს
04-07-2016, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაშველებმა რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "ილ–76" –ის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" საგანგებო დავალებათა სამინისტროს ციმბირის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, სერგეი დიდენკოს განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

 


"თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, სამაშველო სამუშაოები მთელი განმავლობაში მიმდინარეობდა და "ილ–76" –ის ეკიპაჟის კიდევ 2 წევრის გვამი იქნა ნაპოვნი. ამგვარად ყველა გარდაცვლილი ავიატორის გვამი ნაპოვნია", – განაცხადა მან საგანგებო დავალებათა სამინისტროს ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

 


ირკუტსკის ოლქის ხელისუფლების განცხადებით, იქ, სადაც თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, სასამართლოს ექსპერტები მუშაობენ, ისინი გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალებს აგროვებენ. გარადაცვლილთა გვამები უკვე გადააგზავნეს ირკუტსკში, იდენტიფიცირების შემდეგ კი მათ მოსკოვში გადაასვენებენ.

 


ტრაგედიის ადგილიდან შორიახლოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. სტიქიასთან საბრძოლველად დამატებით 145 მაშველის გადასროლაა დაგეგმილი.

 


"ილ-76", რომელიც ირკუტსკის ოლქში 1 ივლისს, პარასკევს, ტყეების ხანძართან დაკავშირებით საფრენ შემოვლას ახორციელებდა, როცა რადარებიდან გაუჩინარდა.

 


რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა.

 


გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ტექნიკურ გაუმართაობა იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა ან ტყის ხანძრების გამო რეგიონში არსებული ცუდი ხილვადობა გამხდარიყო.

 


"ილ–76" – სატრანსპორტო თვითმფრინავი, გასული საუკუნის 70–იან წლებში შეიქმნა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი