„თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ყველაზე მაღალი შანსი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადმოვხაროთ ჩვენს მხარეს, თუმცა ამას სჭირდება დიდი მუშაობა“, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებში ტენდენციები იყო სწორი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რადგან არის სტაგნაცია, ერთ ადგილს ვტკეპნით და არ უნდათ დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობისდროინდელ“ სასტიკი ძალადობის რეჟიმში", - განაცხადა ალასანიამ.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებული GFK-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლის ორგანიზაციამ, ალასანიას განაცხადა, რომ „ამ პიროვნების მიერ ჩატარებული კვლევები დიდ სანდოობას არ იწვევს“.
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ მთავარი განმსაზღვრელი არის საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნებზე- აზრი, რომელიც დაფიქსირდება მათი მხრიდან საარჩევნო ყუთთან. 2010 წელს, 4 თვით ადრე არჩევნებამდე, მე პირადად 7% დამიწერეს გამოქვეყნებულ კვლევებში, თუმცა, არჩევნებში ავიღე 3-ჯერ მეტი ხმა. კვლევები არ უნდა ტარდებოდეს იმისთვის, რომ მოლოდინი გავაჩინოთ, თუ რა შედეგი დადგება არჩევნებზე. ყველა აკეთებს კვლევას. გამოქვეყნდა ივანიშვილი-ბიგვავას კვლევაც, რომელიც ასევე დიდ კითხვებს აჩენს“, - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.