საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ანგარიში რეალობას სცდება.
მისი თქმით, კორცხელში მომხდარი ინციდენტის წახალისება მოხდა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ადრე.
„ნებისმიერი აგრესიული მოქმედება დამაზიანებელია. წახალისება მოხდა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ადრე, არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დროს თუ ეკლესიის დარბევისას, როცა გიგა ბოკერია თავისი ჩამოყალიბებული სქემებით მოქმედებდა. ეტყობა მელიაც ჩაეწერა ასეთი აქტივობების მოწაფეებში და შეიქმნა წინაპირობა, რომლითაც მუშტი-კრივი პრაქტიკულად განხორციელდა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც ამ მუშტი-კრივში მონაწილეობდა. მე ვფიქრობ, გამოძიებამ თავისი დასკვნები უნდა დადოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ სასტიკად დაისჯება ყველა, ვინც გადაწყვეტს, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუშალოს ხელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) ანგარიშში სახელწოდებით „კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ფიზიკური ძალადობა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.