ირაკლი ალასანია: ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს
04-07-2016, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ეს არის ძალიან კარგი და დროული რეზოლუცია" - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

 

 

”ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს”, - აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

"ყველამ უდიდესი შრომა ჩადო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი. ეს არის სერიოზული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაასტურება, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის საქართველოს გვერდით და არ იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რუსეთს”, - განაცხადა ალასანიამ.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას პროექტს, სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა.

 

 

რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

 

 

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი