"ჩემი პოლიტიკური ამბიცია მიღწეულია" - ნაიჯელ ფარაჯმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო
04-07-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდგომ, რაც ბრიტანელებმა 23 ივნისის რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვებას ხმა მისცეს, დიდი ბრიტანეთის "დამოუკიდებელი პარტიის" ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა, რომ იგი "უფრო მეტის მიღწევას ვერ შეძლებდა". აღნიშნულ ინფორმაციას "independent"-ი ავრცელებს.

 

 

ლონდონში წარმოთქმული სიტყვისას ფარაჯმა თქვა, რომ მას არასოდეს უნდოდა ყოფილიყო კარიერული პოლიტიკოსი და თანამდებობას ტოვებს.

 

 

"ახლა მე ვგრძნობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე და შესაძლოა, მე მეტი ვერაფერი შევძლო", - განაცხადა 52 წლის პოლიტიკოსმა.

 

 

"მე გადავწყვიტე წავიდე პარტიის ლიდერობიდან, ევროკავშირის დატოვების მომხრეთა გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩემი პოლიტიკური ამბიცია მიღწეულია. მე პოლიტიკაში იმიტომ ჩავერთე, რომ მინდოდა ვყოფილიყავით ერი, რომელიც თვითონ მართავს ქვეყანას. დიდი ბრიტანეთის "დამოუკიდებლობის პარტია" კარგ პოზიციაზეა და ჩვენ განვაგრძობთ, ჩემი სრული მხარდაჭერით, რომ მოვიზიდოთ მნიშვნელოვანი ხმები", - აცხადებს ფარაჯი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი