თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ არ გამორიცხა, რომ ანკარამ შესაძლოა რუსეთს, "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის განსახორციელებლად ავიაბაზის, "ინჯირლიკის" გამოყენების ნება დართოს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც "ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგი იქნება. ჩვენ დასაწყისიდანვე ვაწარმოებთ ამ ბრძოლას, და გავხსენით ბაზა "ინჯირლიკი" მათთვის, ვისაც აქტიური მონაწილეობის მიღება სურს ამ ბრძოლაში. რატომ ვერ უნდა შევძლოთ ზუსტად ასევე ვითანამშრომლოთ რუსეთთანაც? "ისლამური სახელმწიფო" – ყველა ჩვენგანისთვის მტერია და მასთან ბრძოლაა საჭირო", – განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია TRT–სთან საუბრისას.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრასოვმა აღნიშნა, რომ ანკარის ინიციატივა – პრაქტიკულად ტერორიზმთან ბრძოლისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც შეიძლება რომ მხოლოდ მიესალმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.