გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებაზე“: პარანოიის ფაზაში შევიდა, ეს დიაგნოზია
04-07-2016, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართულ ოცნება“ პარანოიის ფაზაში შევიდა.

 

 

ის „ქართული ოცნების“ წევრებს ურჩევს, ნუ იქნებიან დაძაბულები და მოეშვან.

 

 

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაში გადავიდა, ესეც დიაგნოზია. ყველაფერი ეჩვენებათ, დაძაბულები არიან და მოეშვან, რატომ არიან დაძაბულები? 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტყმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყანას ვეხმარები და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია. სწორედ ის არის ანტიქართული და ანტიევროპული კამპანია, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აწარმოებს და ზოგადად, სადაც იხარშება ეს პარანოია. უბრალოდ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

დღეს ცსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა „ევროპის სახალხო პარტიისა“ და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია.

 

 

„ევროპის სახალხო პარტიამ“ გიგი წერეთლის კანდიდატურა ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი