აწგარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.
ისინი საგამოძიებო უწყებისგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების, საქმის მასალებისა და კიწმარიშვილის პირადი ნივთების გადაცემას მოითხოვენ.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი გარდაცვლილის ავტომანქანისთვის ექსპერტიზის ჩატარებას და ხელახალ დათვალიერებას გეგმავს.
„მანქანაზე აუცილებლად ჩატარდება ექსპერტიზა, სწორედ ამისთვის გამოგვყავს, რომ შევისწავლოთ ისე როგორც წესი და რიგია. შევეცდებით ექსპერტიზა უფრო დახვეწილად ჩავატაროთ და არა ისე, თვალის გადავლებით, როგორც მანამდე ჩატარდა“, - განუცხადა კიწმარიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 22 ივნისს შეწყვიტა და საქმე დახურა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.