კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა დემეტრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულების ადვოკატები პროცესზე 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ბექა დემეტრაძეს გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სახელწიფო ბრალდების ინფორმაციით, ბექა დემეტრაძემ გამოძიებისთვის უცნობ პერიოდში შეიძინა 12 კალიბრიანი სანადირო თოფი, გადაჭრა და უკანონოდ ინახავდა. 2016 წლის 1-ელ ივლისს კი ღამის საათებში აღნიშნული იარაღით, კანდელაკის ქუჩაზე მიხეილ ცხაკაიას ორჯერ ესროლა.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ ცხაკაიას ბრალდებულის ყოფილ მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ბექა დემეტრაძემ მას გადაჭრილი სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები შურისძიების მიზნით მიაყენა.
ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბექა დემეტრაძე აღიარებს ჩადენილ ქმედებას და გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენებიდან გამომდინარე, იცოდა რაზეც მიდიოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.