„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან გარედან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე ალიანსის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის. რამდენიმე თვის წინ ვესწრებოდი ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი პლატფორმაა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. ჩვენ გავმართავთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ახლო პარტნიორთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.