რუსეთისა და ჩვენი "რესპუბლიკის" შესაბამისი სამსახურები ერთობლივად იცავენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს. უახლოეს პერიოდში, საზღვრის ტექნიკური აღჭურვის მხრივ გაძლიერება დაიწყება, - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ვიზიტის დროს, გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ФСБ –ს დირექტორთან, ალექსანდრ ბორტნიკოვთან სამუშაო შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი ძირითადად შეეხებოდა "რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი გასული წლის მარტში მოეწერა".
"ვისაუბრეთ "რესპუბლიკის" უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სახელმწიფო საზღვრების დაცვაზე. სადღეისოდ, "სამხრეთ ოსეთისა" და რუსეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ეს თანამშრომლობა ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებს. ამ ეტაპზე საზღვარი არის სრულად დაკეტილი", - განაცხადა თიბილოვმა.
შეკითხვაზე, განიხილეთ თუ არა ვიზიტის დროს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, თიბილოვმა უპასუხა, რომ ეს საკითხი არ განხილულა.
"საქართველო დღეს არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ პერსპექტივაში შესაძლებელი იყოს იმ რაიმე საკითხების განხილვა რაც არსებითად წაადგება ურთიერთობებს. სადღეისოდ, ამ სახელმწიფოსთან არავითარი ურთიერთობა არ გაგვაჩნია, გარდა ჟენევის დისკუსიის ფორმატში მუშაობისა. აქაც საქართველო მუდმივად გამოდის ჩვენი მხარეების, "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" მიერ დაყენებული საკითხების წინააღმდეგ. საქართველო ეწინააღმდეგება იმ დოკუმენტზე ხელმოწერის აუცილებლობას, რომელიც იურიდიულად დაავალდებულებს მას რომ არ გამოიყენოს ძალა "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" წინააღმდეგ" - აღნიშნა თიბილოვმა.
გამოცემასთან საუბრისას თიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის გამართვა პრეზიდენტის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციით გადაიდო. აღნიშნული საკითხი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება განხილული.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს სამხედრო გზა დაკეტილია, რატომ არ უშვებთ ავტომობილების ნაკადს სამხრეთ ოსეთიდან, განსაკუთრებით ბევრი ავტომობილია სომხეთიდან, თიბილოვმა უპასუხა, რომ "დახმარების თხოვნით, იმისთვის რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაიარონ, არავის მოუმართავს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.