კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.
ტაძარში 17:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო, მანამდე კი პანაშვიდი სასულიერო პირებმა გადაიხადეს.
ეკლესიაში ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილი. სულხან მოლაშვილს ხვალ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სულხან მოლაშვილის ცხედარი თბილისში გუშინ ჩამოასვენეს. ის 29 ივნისს, 47 წლის ასაკში, პარიზში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.