ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის ყოფილ მთავარ მრჩეველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს ნდობით აღჭურვილი პირი დამნაშავედ ცნეს ქრთამების აღებაში, სახელმწიფო საიდუმლოებების არალეგალურად მიღებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამის შესახებ "დოიჩე ველე" ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 59 წლის ლინგ ჯიჰუა დამნაშავედ ცნეს და მისცეს უფლება გაასაჩივროს დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება.
ჩინეთის ეროვნული პოლიტიკური მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ლინგ ჯიჰუა ქრთამების აღებაში, სახელმწიფო საიდუმლოებების არალეგალურად მიღებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სცნეს დამნაშავედ. ლინგის დაპატიმრების დროს კი, გასულ წელს, ჩინეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მან "მისი ძალაუფლება სექსისთვის სავაჭროდ" გამოიყენა.
მისმა სიახლოვემ ყოფილ პრეზიდენტთან ჰუ ჯინტაოსთან, რომელიც ქვეყნის სათავეში 2003 წლიდან 2013 წლამდე იყო, იგი პრეზიდენტ ქსი ჯინპინგის ანტი–კორუფციული კამპანიის ყველაზე შესამჩნევი სამიზნე გახდა.
"სასამართლო პროცესი დღეს აღიბეჭდა ჩემს ძვალ–რბილსა და გულში", – განაცხადა ლინგ ჯიჰუამ სასამართლოს წინაშე მისი საბოლოო სიტყვების წარმოთქმისას. მისი სიტყვების ციტირებას კი სახელმწიფო სააგენტო "ქსინჰუა" ავრცელებს.
ვაჟიშვილის ფატალურმა ავტოავარიამ კრიტიკული განხილვა წარმოშვა
ლინგის პოლიტიკური კარიერიდან ფეხის დაცდენა 2012 წელს, ათწლეულში ძალაუფლების მხოლოდ ერთხელ გადაცემის წინ მოხდა, როცა იგი დაკავებული თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს მას შემდეგ, რაც მისი 23 წლის ვაჟიშვილი მაღალი სიჩქარის სპორტული მანქანით ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.
ავტოვარიამ აღაშფოთა ჩინეთი, მიუხედავად მედიის მხრიდან თვალის დაბრმავებისა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ორმა ახალგაზრდა ქალმა, ერთ–ერთმა ტიტველმა და მეორემ ნაწილობრივ ჩაცმულმა, ავტოავარიისას, აგრეთვე დაზიანებები მიიღეს, რომელთაგან ერთ–ერთი ერთი ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ინტერნეტ მომხმარებლები კითხულობდნენ, თუ როგორ შეძლო პარტიის ოფიციალურმა პირმა 5 მილიონი იუანის (დაახლოებით 750 000 აშშ დოლარი) ღირებულების "ფერარის" ყიდვა.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ანტი–კორუფციული ქმედებების გამჭვირვალობის ნაკლებობამ საშუალება მისცა პრეზიდენტ ქსის მოიცილოს პოლიტიკური მტრები მისი წინამორბედის შიდა წრის შიგნით.
ათეულობით სახელმწიფო ფირმა მას შემდეგ კრიტიკული განხილვის ობიექტი გახდა. ბევრი მაღალი რანგის ფუნქციონერის საქმეზე სასამართლო განიხილვები ანდა გამოძიება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.