ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ალამბარი-ხალვაშების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 3 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება იგეგმეება.
"ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 634 680 ლარია გათვალისწინებული. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეგაკონტრაქშენი“ აწარმოებს. პროექტის დარულება ივლისის თვეში იგეგმება" - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.