საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან, როგორც მტკიცე მოკავშირესთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.
„მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენ მტკიცე მოკავშირესთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების და გაძლიერების მეშვეობით მიგვიყვანს წარმატებულ მიღწევებამდე ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.