დავით უსუფაშვილი: კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე
04-07-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეჭვი არ მეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.

 

 

"რაც ვნახეთ, ის იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. ამას არ ვიცი რა დიდი დასკვნა სჭირდება, რომ დიახ, პოლიტიკური შეხედულებების, სიმპათია-ანტიპათიების გამო ჩხუბობდა ხალხი. ვინ დაიწყო, ვინ უპასუხა, ვინ წინასწარ იყო მომზადებული, ვინ პროვოკაციას წამოეგო, ვინ კიდე რას წამოეგო - მე არ ვიცი, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ის, რაც მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალით მოხდა, ეს რომ მიუღებელი და დაუშვებელია, ამაზე ყველამ ყველაფერი ვთქვით. ასევე იმითიც, რომ პარლამენტმა საგაზაფხული სესიაზე ერთ-ერთი ბოლო აქტი მიიღო, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, უმცირესობა არ შემოუერთდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი