ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის ფარგლებში, განხილული იყო "რესპუბლიკის" სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხი.
თიბილოვის განცხადებით, მან იმ პროექტების დასრულებაზე ისაუბრა, რომელიც 2009-2011 წლებში მიმდინარეობდა - გამოყოფილი იყო თანხები, თუმცა, შესასრულებელი პროექტებიდან ზოგიერთი დღემდე არ დასრულებულა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა იმ პროექტებს, რომლებზეც დაფინანსება გამოყოფილი იყო, მაგრამ ფული გაიფლანგა, თიბილოვმა უპასუხა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან მათ ეს საკითხი წამოსწიეს და რეაგირება სთხოვეს.
"2012 წლიდან "რესპუბლიკისთვის" საკმაოდ დიდი თანხები გამოიყო. მაისში, 2012 წელს, თითქმის მალევე არჩევნებიდან, ჩემი დავალებით, შემოწმება ჩატარდა აღნიშნული თანხების გამოყენების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. 70 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დაახლოებით 47 სისხლის სამართლის საქმე რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადაეცა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქმეების ფიგურანტებად რუსეთის მოქალაქეები არიან წარმოდგენილი, რომლებიც იმ წლებში სამხრეთ ოსეთში მუშაობდნენ. საერთო ზარალი 460 მლნ რუბლზე მეტია", - განაცხადა თიბილოვმა.
გამოცემასთან ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას და აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან საუბრისას, აღნიშნული საკითხი არ განხილულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.