პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე დღეიდან გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით უცვლელი დარჩა. სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.
თბილისის მერიის ცნობით, გზის გაფართოების მიზნით, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.
სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.