შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ორი ახლადაღმოჩენილი ე.წ დისკი, რომელიც პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს შეიცავს, განადგურდება, დანარჩენი კი - პროკურატურას გადაეცემა და გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ იზორიამ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დასტურდება, რომ უკანონო მოსმენებს წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა.
იგი განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველი ჩანაწერები დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე ნადგურდება.
"მასალები ბუნებრივია, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა და გამოძიება დაიწყება, ხოლო ის ორი ახლადაღმოჩენილი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს, განადგურდება როგორც ის 110 დისკი, რომელიც გასული წლის 5 სექტემბერს განადგურდა. აქვე მინდა ორი რამ ერთმანეთისგან გავმიჯნო, თუ რატომ განადგურდა დაუყოვნებლივ მაშინ ის დისკები და რატომ იწყება გამოძეიბა ამ დისკებზე. იმიტომ, რომ ის დისკები და მათ შორის ეს ორი ახლადაღმოჩენილი, ამ შემთხვევაში დაზარალებულის ღირსებას შეეხება და სწორედ მისი ღირსების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი სახის დისკების დაუყოვნებლივ განადგურებისა. ასეთი კიდევ 2 დისკი იქნა აღმოჩენილი და ისიც განადგურდება" - განაცხადა იზორიამ.
ამასთან, მისი თქმით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომავალში სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158, და 159-ე მუხლებში შევა ცვლილებები და ასეთი დანაშაულის შემთხვევაში სანქცია გამკაცრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.