საქართველოს პრეზიდენტმა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
04-07-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.

 


გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს კიდევ ერთხელ მიულოცა NATO-ში გაწევრიანების მიწვევის მიღება და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობაში წარმატებები უსურვა.

 


მხარეება ისაუბრეს იმ საერთო საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და მონტენეგროს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე გააჩნია.

 


როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გამოცდილების გაზიარება.

 


მონტენეგრო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ნატო-ში ინტეგრაციის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

 


საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

 


შეხვედრისას განიხილეს საქართველოს დელეგაციის ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.

 


შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი