საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად, II ქვეითი ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ პირადად დაათვალიერებინა 22-ე ბატალიონის გარემონტებული ყაზარმა.
„სენაკის II ქვეით ბრიგადაში რამდენიმე ყაზარმის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 22-ე ბატალიონს ახალი საცხოვრებელი ექნება. ისინი სულ ახლახან დაბრუნდნენ ავღანეთიდან და ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დაჩქარებულად მოგვესწრო მათთვის ახალი შენობა და უკეთეს პირობებში დაგვებრუნებინა ეს სამხედროები. მადლობა მინდა ვუთხრა ბრიგადის მეთაურს, რომ საკმაოდ ეფექტიანად და მოკლე ვადებში გაართვა თავი ამ საქმეს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.