2016 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 4,1 %-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა
04-07-2016, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

 

 

კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 2016 წლის ივნისის თვე 517 038 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია.

 

 

რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

 

 

ა) ტურისტი - 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%);

 

 

ბ) ტრანზიტი - 521 746 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,8%);

 

 

გ) სხვა - 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%).

 

 

როგორც უწყებაში განამრტავენ, 2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%), სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან (+35,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, და საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (95%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი