თუ წერეთელი ავირჩიეთ ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს - ასე არ არის - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა ვის მისცა ხმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის თანამდებობაზე.
„ხმა მივეცი ქალბატონ მუტონენს, რაც შეეხება დანარჩენ თემებს, მე ყველას ვუსურვებ ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს საკითხებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში. იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური ფრაქციული პოლიტიკა უკავია ამა თუ იმ პირს, მას შეუძლია იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს მიკერძოებული. როდესაც თვითონ ინსტიტუციის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, მას დამატებითი ბარიერები უჩნდება თავისვე კოლეგების მხრიდან, რომ არ იყოს ისეთი მიკერძოებული, როგორიც უნდა იყოს. პოლიტიკა, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ. ამასთანავე, ყველა ვცდებით ხოლმე ხანდახან, შეიძლება ახლა მე ვცდები, შეიძლება ჩემი კოლეგები,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიამ დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.