ცხინვალში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ
05-07-2016, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ წაყენებულ ბრალდებას გიორგი გიუნაშვილის მიმართ - ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

 

 

ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გიორგი გიუნაშვილი სოფელ დისევთან დააკავა.

 

 

გიუნაშვილის ნათესავები ხელისუფლებას სთხოვენ ყველა არსებული ბერკეტების გამოყენებას იმისთვის, რათა ბრალდებების აბსურდულობა დამტკიცდეს და გიუნაშვილი გაათავისუფლონ.

 

 

მათი ინფორმაციით, გიუნაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორში სასტიკად ნაცემია.

 

 

ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი დივერსანტობისთვის აქვს წაყენებული.

 

 

მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გიორგი გიუნაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვისაა დაკავებული.

 

 

ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), სადაც აღნიშნულია, რომ  გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი